ალექსანდრას, ცნობილ არქიტექტორს, ადგილობრივი პოლიციელი ურეკავს და შოკისმომგვრელ ამბავს ამცნობს - იგი თავისი ქმრის, ოსკარის, გვამის ამოსაცნობად უნდა მივიდეს, რომელიც ნავმისადგომთან იპოვნეს. ეს თვითმკვლელობაა? როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო, როდესაც ჯერ კიდევ რამდენიმე საათის წინ ისინი მომავლის გეგმებს სახავდნენ? თუმცა უფრო უარესი ამბებიც ირკვევა: ოსკარს სხვა ქალთან - ვერონიკასათანაც - ჰქონდა ურთიერთობა. ვინ არის ეს ქალი? ან ვინ იყო კაცი ვინც ალექსს 15 წელი უყვარდა? და რა მოხდა იმ ფატალურ ღამეს ნავმისადგომთან? სხვა გვარ-სახელით ალექსანდრა ვერონიკასთან გადავა საცხოვრებლად და კონრადის დახმარებით, ოსაკრის საიდუმლოებებშიც გაერკვევა, რაც ლოგიკურ კითხვამდე მიიყვანს - ვინ არის მეგობარი, რომელიც სინამდვილეში მტერია? ალექსს ვერონიკა უნდა სძულდეს, თუმცა აღმოაჩენს რომ ეს მიმზიდველი ქალი მისგან განსხვავებით საოცად მაცდურ გცხოვრებას ეწევა. მათი ასეთი სიახლოვე, რაც ოსკარის სიკვდილს უკავშირდება, გაგრძელდება კი მაშინაც როდესაც ალექსი თავის ნამდვილ ვინაობას გაუმხელს? თუ ისინი უფრო დაახლოვდებიან?