დონატელას მშობლები მაშინ გარდაეცვალა, როცა სულ პატარა იყო. მას შემდეგ, ის ფლორის ღარიბ ოჯახში იზრდებოდა, რომელიც მეზობლად ცხოვრობდა. ბავშვობაში ისინი მეგობრობდნენ, ხოლო, როცა წამოიზარდნენ, დუეტში დაიწყეს სიმღერა სერტანეჟუს სტილში და წარმატებებიც ჰქონდათ. მალე ჯგუფი დაიშალა, რადგან გოგონებმა დაქორწინება გადაწყვიტეს მარსელუსა და დოდიზე.