სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში 1940-1942წწ.; დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1945 წელს. 1946-1948წწ. მუშაობდა უცხოეთთან კულტურული ურთიერთობის საქართველოს საზოგადოების კულტურული განყოფილების მთავარ რედაქტორად; 1950-1957წწ. ვოლგა-დონის არხის მშენებლობის ერთ-ერთი მონაკვეთის მთავარ ინჟინრად; 1971 წლიდან გარდაცვალებამდე კინოსტუდია "ქართული ფილმის" შემოქმედებით გაერთიანებაში; მან ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო, როგორც თეატრის დრამატურგმა; მისი პირველი კომედია "მეგობრები" დაიდგა თბილისის ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრში(1950, თანაავტორი და რეჟ. - ლ. ჭუბაბრია); მისი პიესები დაიდგა - კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში("ნანა", 1955, რეჟ. - თ. წეროძე), თელავის სახელმწიფო თეატრში("ჩამოდით ჩვენთან", 1947, რეჟ. - ა. მაღლაკელიძე), თბილისის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში(ლიტ.-დრამ. კომპოზიცია "ვეფხისტყაოსანი", 1966, რეჟ. - ა. ჩხარტიშვილი), თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში("მე გაზაფხულზე მომკლეს", რეჟ. - ვ. ანდრონიკაშვილი); განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად პიესას "თანამედროვე ტრაგედია", რომელიც 1960 წელს დაიდგა თბილისის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში(რეჟ. - ა. ჩხარტიშვილი); 1961 წელს ეს პიესა ასევე დაიდგა მოსკოვის სტანისლავსკის სახელობის სახელმწიფო თეატრში(რეჟ. - მ. იანშინი); ხოლო 1974 წელს სათაურით "გზა მზისკენ" - გერმანიაში ქ. ზაარბრიუკენში(რეჟ. - ჰ. ვედეკინი); მისი სცენარის მიხედვით გადაღებულია მხატვრული, დოკუმენტური, სამეცნიერო და მულტიპლიკაციური ფილმები; მხატვრული ფილმებიდან აღსანიშნავია: "ამბავი ერთი ქალიშვილისა"(1959, რეჟ. - მ. ჭიაურელი), "ქალაქი ადრე იღვიძებს"(1968, რეჟ. - ს. დოლიძე), "უდიპლომო სასიძო"(1961, რეჟ. - ლ. ხოტივარი); დოკუმენტური ფილმებიდან: "კოტე მარჯანიშვილი"(1962, რეჟ. - ჭელიძე), "ზაქარია ფალიაშვილი"(1971, რეჟ. - ვ. ვალიშვილი); მულტიპლიკაციური ფილმებიდან: "მტრობა"(1956, რეჟ. - ა. ხინთიბიძე), "წუნა და წრუწუნა"(1958, რეჟ. - ა. ხინთიბიძე); ეს პიესები თარგმნილია რუსულ ენაზე; კინოსცენარისტი.