მაია ასათიანი (დ. 4 მაისი, 1977) — ქართველი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი. უმეტესად ცნობილია, როგორც აპოლიტიკური გადაცემა „პროფილის“ წამყვანი. იყო მსოფლიოში ცნობილი შოუ Got Talent-ის ქართული ანალოგ „ნიჭიერის“ პირველი სეზონის ჟიურის წევრი, უფრო ადრე კი საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემა „დროების“ კორესპონდენტი.