17 წლის კაილა მამასთან ერთად გადადის უცნაურ ქალაქში, რომელსაც ცხოვრებაში პირველად ხედავს. იქ გოგონა ხვდება მერიკს - ბიჭს, რომელმაც აირჩია მარტოობის გზა და თავის გარშემო მაღალი კედლები აღმართა, მაგრამ მაინც ეხმარება კაილას ადაპტაციაში უცნობ ქალაქში. ახალგაზრდებს შორის გრძნობა იბადება. თუმცა მერიკის საიდუმლოებები თანდათან ვლინდება და ეს შეყვარებულებისთვის სერიოზული გამოცდა ხდება.