შალუ, უფროს დასთან ერთად, გაიზარდა ოჯახში, სადაც სიყვარული სუფევდა. თუმცა გოგონა ხშირად ამჩნევდა, რომ დედა მას სხვანაირად ექცეოდა ვიდრე დას. ეს აშკარა გახდა, როდესაც ორივე გოგონას ერთი კაცი შეუყვარდა. ამ სიტუაციაში დედა უფროსი დის მხარეს იკავებს, რაც შალუს აღშფოთებას იწვევს. მას არ შეუძლია გაიგოს, რატომ ექცევა საკუთარი დედა ასე? ინდური მელოდრამა ორი დის რთული ურთიერთობის შესახებ.